Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (ზსმფ)

2022 წელს ფაკულტეტმა აღადგინა თსუ-ში მოქმედი მრავალწლიანი ტრადიცია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებებით არსებული სკოლებისა (მაგ. ფიზ.-მათ. სკოლა, ნორჩ ტექნიკოსთა სკოლა, ნორჩ ქიმიკოსთა სკოლა და ა.შ.), რომლებიც ემსახურებოდნენ საშუალო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის ცოდნის შეძენასა და გაღრმავებას აღნიშნული მიმართულებებით და 2022 წლის 9 სექტემბერს ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა „ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა“ (შემდგომში „ზსმ სკოლა“); ზსმ სკოლის ფუნქციონირება ხორციელდება შემდეგი მამიმართულებებით: ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია და გეოგრაფია.

 

ზსმ სკოლის მიზანია დისციპლინებში: ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია და გეოგრაფია საშუალო სკოლის მოსწავლეებში ინტერესის გაღვივება-გაღრმავება, ცოდნის შეძენა და განვითარება, თანამედროვე დარგობრივი სტანდარტის აზროვნებითი კულტურისა და ჩვევების გამომუშავება, თსუ-ში მოქმედ თანამედროვე სამეცნიერო კვლევით ჯგუფებთან და წამყვან აკადემიურ ცენტრებთან გაცნობა-დაახლოება  და შეძლებისდაგვარად დაკავშირება. სკოლა მოსწავლეებს შეუწყობს ხელს  მომავალში გახდნენ დაინტერესებული და მოტივირებული არჩევანის მქონე სტუდენტები და შემდგომში თავისი საქმის  პროფესიონალები.

 

ზსმ სკოლა ფუნქციონირებს თსუ-ს მეორე კორპუსში განთავსებულ აუდიტორიებში; გამოიყენება ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მეცადინეობებს ატარებენ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, ლაბორატორიების წამყვანი სპეციალისტები და თსუ-ს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების გამოცდილი მკვლევარები, რომლებიც საქართველოში აღნიშნულ დარგებში ტრადიციების გამგრძელებლები  / განმავითარებლები არიან და/ან ახალი მიმართულებების დამფუძნებლებად ითვლებიან. სკოლას უკვე ჰყავს პირველი კურსდამთავრებულები, მათგან  წარმატებულებს გადაეცათ დამადასტურებელი სერთიფიკატები.

 

ზსმ სკოლაში სწავლა უფასოა.

 

ზსმ სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვისა და სწავლების პროცესის დეტალები:

  • თითოეული მიმართულებით შედგება თითო სასწავლო ჯგუფი (მაქსიმუმ 25 მოსწავლის შემადგენლობით) სკოლის X-XII კლასებიდან.
  • შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით, 2023 წლის 25 სექტემბერს 17.00-ზე შესარჩევი კომისიის მიერ საგნების მიხედვით თსუ მეორე კორპუსში ( მეორე სართულზე ძირითადი შემოსასვლელიდან ხელმარცხნივ: ფიზიკა-223 აუდ, მათემატიკა-216 აუდ, ბიოლოგია-219 აუდ, გეოგრაფია-207 აუდ, ქიმია-208 აუდ)
  • დამატებითი შერჩევა მოხდება 2023 წლის 30 სექტემბერს, შაბათს შესარჩევი კომისიის მიერ საგნების მიხედვით თსუ-მეორე კორპუსში (მეორე სართულზე ძირითადი შემოსასვლელიდან ხელმარცხნივ):

ფიზიკა - 15.00სთ, 223 აუდ,

მათემატიკა- 15.00სთ, 216 აუდ,

ბიოლოგია- 16.00სთ, 219 აუდ,

გეოგრაფია - 15.00სთ, 207 აუდ,

ქიმია - 15.00სთ, 208 აუდ.

 

შერჩეულ მოსწავლეებს მიეწოდებათ გაკვეთილების ცხრილი ოქტომბრის პირველ კვირაში. სწავლება დაიწყება 2023 წლის ოქტომბერში.

  • სწავლების პროგრამაში გათვალისწინებულია როგორც სასკოლო მასალა, ასევე აღნიშნული დარგების თანამედროვე მიღწევები.
  • განხორციელდება ლაბორატორიებსა და კვლევით ცენტრებში სამუშაო ვიზიტები, გეოგრაფიული გარემოს  სასწავლო-საველე გაცნობა/გასვლა, გარკვეული სიხშირით/ხანგრძლივობით.
  • კვირაში თითოეულ საგანში იქნება 3 საათიანი სწავლება, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს.
  • თითოეულ საგანში ჩატარდება კვირაში 2 მეცადინეობა 1.5 საათის ხანგრძლივობით წინასწარ გაწერილი ცხრილის მიხედვით.
  • საკლასო მეცადინეობები ძირითადად ჩატარდება დღის 17.00-საათიდან 20.00-საათამდე, დღეში 2 საგნის შეთავაზებით, შაბათ-კვირის შემთხვევაში - უფრო ადრე.
  • თითოეულ მოსწავლეს დაინტერესების შემთხვევაში ექნება ერთ ან რამდენიმე საგანზე სწავლის შესაძლებლობა, ცხრილი ამას გაითვალისწინებს.
  • მეცადინეობები ჩატარდება ინტერაქტიული მეთოდით; სწავლებისას განხორციელდება გამოკითხვები და ცოდნის შემოწმება წინასწარი გაწერილი სიხშირით.
  • სისტემატური გაცდენის ან დავალებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსწავლე გაირიცხება სკოლიდან.
  • ცოდნის შემოწმების დადებითი შედეგების შემთხვევაში სკოლაში სწავლის ბოლოს გაიცემა შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი.
  • სკოლას ექნება გამოყოფილი პორტალი ფაკულტეტის ელექტრონული სწავლების ვებ-გვერდზე მასალების განსათავსებლად.

 

 

ზსმ სკოლის საკონტაქტო პირები: 

 

ფიზიკა:   პროფ. ნანა შათაშვილი, ფიზიკის დეპარტამენტის ასტროფიზიკის კათედრის გამგე, e-mail: nana.shatashvili@tsu.ge

მათემატიკა:    პროფ. ომარ ფურთუხია, მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  e-mail: omar.purtukhia@tsu.ge

ბიოლოგია:     პროფ. დიანა ძიძიგური, ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  e-mail: diana.dzidziguri@tsu.ge  

ქიმია:          ასოც. პროფ. მარინა რუხაძე, ქიმიის დეპარტამენტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრა    e-mail:  marina.rukhadze@tsu.ge

გეოგრაფია: ასისტ. პროფ. ეთერ დავითაია, გეოგრაფიის დეპარტამენტის ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრა, e-mail:  eter.davitaia@tsu.ge 

ზსმფ-ის დეკანი:  ასოც. პროფ. რამაზ ხომერიკი, ფიზიკის დეპარტამენტი, არაწრფივი მოვლენების ფიზიკის კათედრა, e-mail: ramaz.khomeriki@tsu.ge   ტელ: 595397216

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის  იხილეთ:

 

სკოლის ფიზიკის მიმართულების ლიდერებთან ინტერვიუ 

 

სკოლის ბიოლოგების მიმართულების ლიდერებთან ინერვიუ